“თიბისი ბანკმა“ რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში შექმნა.
როგორც ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფონდის პირველ დონაციას 500 000 ლარის ოდენობით, „თიბისი“ განახორციელებს.
„ქველმოქმედებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
ლარის ანგარიშის ნომერი:
#GE89TB7318736080100017
მიმღები: ააიპ თიბისელები
დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:
#GE89TB7318736080100017
მიმღები: NNLE TIBISELEBI“, - ნათქვამია ბანკის ფეისბუქ-გვერდზე.