"გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო"

ჯუთასკენ მივალ გზაზე მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ ინფორმაციას მოქალაქე გიორგი კაცელაშვილი, შესაბამის ფოტო მასალასთან ერთად ავრცელებს.

როგორც ის ამბობს, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ხოლო ზედა მხარეს მეწყრული პროცესია დაწყებული.

"ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთადან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო"- წერს გიორგი კაცელაშვილი.

ნინი ქეთელაური