სამეგრელო მოცვის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში - როგორია მოცვის ბაღების საინვესტიციო ღირებულება

სამეგრელო მოცვის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი რაოდენობის მოცვის ბაღები სამეგრელოშია გაშენებული და ამ რეგიონზე ჯამური გაშენებული ბაღების ფართობის ნახევარი მოდის.

„ყველაზე ადრე მოსავალი მოდის იმერეთში და გურიაში, ხოლო სამეგრელოში ყველაზე დიდხანს გრძელდება მოსავლის აღება. სოფლის განვითარების სააგენტოს მიხედვით, მოცვის ბაღების საშუალო ინვესტიცია 1 ჰექტარზე 30.9 ათას ლარს შეადგენდა 2017-22 წლებში, ხოლო 2022 წელს საშუალო საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა ჰექტარზე 33.3 ათას ლარამდე,“ - აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი