აშშ-ის კორპორაციული ვალის დაფარვამ მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეიძლება 1,8 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს - ამის შესახებ ნათქვამია Goldman Sachs-ის ეკონომისტთა ჯგუფის ანგარიშში, რომელსაც ხელმძღვანელობს იან ჰაციუსი.
ანგარიშის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამერიკული კომპანიებისთვის ვალის მომსახურების ღირებულებას გაზრდის. მათი შეფასებით, 2024 წელს კომპანიების ვალზე პროცენტის გადახდა გაიზრდება 2%-ით, ხოლო 2025 წელს - ერთბაშად 5,5%-ით.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვალის ტვირთის გაზრდის პერიოდებში კომპანიები ხშირად იწყებენ კაპიტალური დანახარჯებისა და შრომის ხარჯების შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური დათხოვნები.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყოველი დოლარის დამატებით გადახდილ პროცენტზე, ფირმები ამცირებენ კაპიტალს 10 ცენტით, ხოლო შრომის ხარჯებს 20 ცენტით, ბოლო მაჩვენებლის ნახევარი მოდის თანამშრომლების გათავისუფლებაზე, ნახევარი კი ხელფასების შემცირებაზე“, - წერენ ეკონომისტები.
Goldman-ის ანალიტიკოსების აზრით, ვალის მომსახურების ხარჯების გაზრდის გამო, 2024 წელს აშშ-ის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების ყოველთვიური ზრდა 5 ათასით შემცირდება, 2025 წელს - 10 ათასით. ივლისში სამუშაო ადგილების რაოდენობა აშშ-ში 187 ათასით გაიზარდა.