მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერდა - რა გახდა ამის მიზეზი

მოს­კო­ვის ორ აე­რო­პორ­ტში, ვნუ­კო­ვო­სა და დო­მო­დე­დო­ვო­ში 10 აგ­ვის­ტოს ღა­მით, თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბა და გამ­გზავ­რე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო. ამის შე­სა­ხებ REN TV-ს სა­ჰა­ე­რო ნავ­სად­გუ­რე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

პირ­ვე­ლი აე­რო­პორ­ტი, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, იყო ვნუ­კო­ვო. პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ოქ­სა­ნა სო­კო­ლო­ვას თქმით, თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბა და გაშ­ვე­ბა 02:43-დან 05:15 სა­ა­თამ­დე შე­ჩერ­და.

"მოს­კო­ვის დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტში და­წეს­და დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბა­სა და გამ­გზავ­რე­ბა­ზე. შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებ­და 02:59 სა­ა­თი­დან 05:15 სა­ა­თამ­დე", - გა­ნუ­ცხა­და REN TV-ს დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სეი არ­ტე­მენ­კომ.

დღე­ი­სათ­ვის ორი­ვე აე­რო­პორ­ტში ფრე­ნა აღ­დგე­ნი­ლია. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ზო­მე­ბი იქნა მი­ღე­ბუ­ლი ვნუ­კო­ვო­სა და დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. აე­რო­პორ­ტე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტაბ­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სულ მცი­რე 11 რე­ი­სი შე­ჩერ­და, შე­ზღუდ­ვე­ბი ღა­მის 2-დან დი­ლით 5 სა­ა­თამ­დე მოქ­მე­დებ­და.

შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ არის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ჰა­ე­რო სივ­რცი­დან მო­მა­ვალ სა­ვა­რა­უ­დო საფრ­თხე­ებ­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა იყო მოს­კო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ სერ­გი­ევ-პო­სად­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა პი­რო­ტექ­ნი­კის სა­წყობ­ში მოხ­და. და­ი­ღუ­პა 1, და­შა­ვე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი.

გარ­და ამი­სა, წუ­ხელ მოს­კო­ვის მე­რი­ამ კვლავ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ზე. მოს­კო­ვის მე­რის, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნის თქმით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ორი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­დნენ.

დრო­ე­ბით თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც. უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ასე­ვე მო­ი­გე­რი­ეს უკ­რა­ი­ნის 11 დრო­ნით თავ­დას­ხმა ანექ­სი­რე­ბუ­ლი სე­ვას­ტო­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას­თა­ნა­ვე, მოს­კოვ­ში 10 აგ­ვის­ტოს ღა­მით "დო­მო­დე­დო­ვოს­თან" ხან­ძრი­სა და აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ხან­ძა­რი ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე გა­ზის ბა­ლო­ნე­ბის აფეთ­ქე­ბამ გა­მო­იწ­ვია. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნახ­მად, ხან­ძა­რი სო­ფელ კონ­სტან­ტი­ნო­ვო­ში იყო, სა­ი­და­ნაც აე­რო­პორ­ტი 10 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

წყარო: ambebi.ge