ინოვაციური ზურგჩანთა სმარტფონებსა და ლეპტოპებს დატენის

ავსტრალიურმა კომპანიამ Advanced Energy Storage ინოვაციური ზურგჩანთა გამოუშვა, რომელსაც გაჯეტების დატენვის ფუნქცია აქვს.

bpnვებპორტალ Mashable-ს ინფორმაციით, ზურგჩანთაში ინტეგრირებულია მოქნილი ელემენტი.

SCIRO-ს წევრის ადამ ბესტის განმარტებით, ინოვაციურ ზურგჩანთას სამი ძირითადი ნაწილი აქვს- ენერგიის შეგროვების სისტემა, რომლის აკუმულირება მომხმარებლის მოძრაობებით ხდება, მოქნილი ელემენტი, რომელიც ინარჩუნებს ენერგიას და გამტარი ბოჭკოებისგან შექმნილი ქსოვილი. სწორედ მათი გამოყენებით არის შესაძლებელი სმარტფონების, ლეპტოპებისა და სხვა ტიპის გაჯეტების დატენვა.

ინოვაციური ზურგჩანთის შემქმნელები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი სისტემა სასარგებლო იქნება ექსტრემალურ პირობებში მომუშავე ადამიანებისთვის.