ჰენრი როისი: Rolls-Royce-ის დამფუძნებლის გზა წარმატებისკენ, რომელიც დროს უძლებს

გაზეთების გაყიდვით დაწყებული, საავტომობილო ინდუსტრიის რევოლუციით დასრულებული, ჰენრი როისის წარმატების ისტორია ნამდვილ ზღაპარს გავს.

იმისთვის, რომ გამხდარიყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდის Rolls-Royce-ის მამოძრავებელი ძალა, ინჟინერი და მეწარმე თითქმის ყველას დაუპირისპირდა. თუმცა, მის ოცნებაზე და მიზანზე უარი არ უთქვამს.

ჰენრი როისი 1863 წლის 27 მარტს ინგლისის პატარა სოფელ ალვალტონში დაიბადა. როგორც ფინანსურად გაჭირვებაში არსებული ოჯახის ხუთი შვილიდან უმცროსი, როისმა ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავა ლიდერის თვისებები. როგორც წესი, მისთვის არავის ეცალა, მცირე საკვებთან ერთად, ჰენრის საკუთარ თავზე ზრუნვა თავად უწევდა, ამიტომ ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებელი და შეუპოვარი იყო. ყიდდა გაზეთებს.

შეზღუდული ფორმალური განათლების მიუხედავად, მას ინჟინერიისა და მექანიკის მიმართ ბუნებრივი უნარი აღმოაჩნდა.

მოგვიანებით, ცხოვრების გაუმჯობესების სურვილით ამოძრავებულმა როისმა მანჩესტერში დააარსა საკუთარი ელექტრო და მექანიკური ბიზნესი სახელწოდებით F. H. Royce and Company. სრულყოფილებისადმი დაუნდობელმა სწრაფვამ და ხარისხისადმი ერთგულებამ მას ბრწყინვალე რეპუტაცია მოუტანა. როისმა ზედმიწევნით შეისწავლა ადრეული ავტომობილების მექანიკა და დაიწყო მისი დიზაინის ექსპერიმენტები, რამაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ წარმატებას.

1901 წელს ჰენრი როისმა შეიძინა De Dion, რასაც მოჰყვა 1901 წლის მოდელის ორცილინდრიანი Decauville-ს წარმოება 1902 ან 1903 წლებში. თუმცა, ამ მანქანას სჭირდებოდა მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილება. გადაწყვეტილი იყო გაეუმჯობესებინა ის. 1904 წელს კი თავისი მანქანის დამზადებას სახელოსნოს კუთხეში შეუდგა. შემდგომში გამოუშვა ორი დამატებითი მანქანა, რომელთაგან ყველა სახელად Royces იყო და აღჭურვილი იყო ორცილინდრიანი ძრავებით.

ამ მანქანებიდან ერთი ერნესტ კლარემონტს აჩუქეს, მეორე კი კოლეგა რეჟისორს ჰენრი ედმუნდს მიჰყიდეს.

ედმუნდსმა ლონდონში დაფუძნებულ ავტო შოურუმის მფლობელს გააცნო ჰენრი როისის შექმნილი მანქანა, რამაც შოურუმის მფლობელი აღაფრთოვანა. შედეგად, მანჩესტერში, Midland Hotel-ში Rolls-სა და Royce -ს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

Rolls-მა გააცნობიერა Royce-ის მანქანების განსაკუთრებული ხარისხი და შესთავაზა პარტნიორობა. რის შემდეგაც 1906 წელს ეპიკური კომპანია Rolls-Royce Limited დაარსდა. კომპანიამ შექმნა მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და ტექნოლოგიურად მოწინავე მანქანები.

Rolls-Royce-ის პირველი მოდელი Silver Ghost, 1906 წელს შექმნა. მან სწრაფად მოიპოვა რეპუტაცია თავისი შეუდარებელი ოსტატობის, საიმედოობისა და დახვეწილი დიზაინის გამო.

1933 წელს ჰენრი როისის გარდაცვალების შემდეგაც კი, ის და მისი მემკვიდრეობა Rolls-Royce-ში მომავალი თაობების შთაგონება გახდა. Rolls-Royce-ის მანქანებს ფლობენ გამორჩეული ადამიანები მთელს მსოფლიოში.

დღეს Rolls-Royce 20,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის აგრძელებს ჰენრი როისის მემკვიდრეობის შენარჩუნებას მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და ტექნოლოგიურად მოწინავე მანქანების წარმოებით. Rolls-Royce-ის თითოეული მანქანა ხელნაკეთია, გამოცდილი ხელოსნები უთვალავ საათს უთმობენ იმას, რომ ყველა დეტალი აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.

Rolls-Royce-ის შეუდარებელმა რეპუტაციამ განაპირობა მნიშვნელოვანი წლიური შემოსავალი - 16,7 მილიარდი დოლარი. კომპანიამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა ბოლო წლებში, რეკორდული გაყიდვებით ისეთ ძირითად ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი და შეერთებული შტატები.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი