მარიკა ვერულაშილის კომპანიამ ,,ქართუსგან" ლაგუნას გარდა იპოდრომის ნაწილიც იყიდა

კომპანია "ნიუ სითი დეველოპმენტმა" ლაგუნა ვერეს გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება და ასევე, იპოდრომის ნაწილიც - წყარო ,,ფორმულაა"

მათივე მოპოვებული დოკუმენტით, იპოდრომის ტერიტორიაზე საუბარია დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 10 000 კვადრატული მეტრი უკვე კომპანიის საკუთრებაშია, დამატებითი ტერიტორიების გადაფორმება კი სავარაუდოდ მომდევნო საათებში მოხდება. ნიუ სითი დეველოპმენტის მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრშია.

აღნიშნული ტერიტორიები აქამდე "ქართუ ფონდის" მფლობელობაში იყო.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან კი ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. შესყიდვის წინარე ხელშეკრულება კი 7 აგვისტოს არის გაფორმებული.

იხილეთ ასევე:

ფონდ ,,ქართუს" ლაგუნა ვერე მარიკა ვერულაშვილმა შეიძინა

„თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველ სახეს“ - ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი კომპანიის განცხადება

თამარ მუკბანიანი