უკრაინისა და პოლონეთის ეროვნული ბანკები ერთობლივ მონეტებს გამოუშვებენ

უკრაინისა და პოლონეთის ეროვნული ბანკები უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის საკოლექციო მონეტების ერთობლივ კომპლექტს გამოუშვებენ, სახელწოდებით, „მეგობრობა და ძმობა - უდიდესი სიმდიდრე.“ ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია.

ბანკის ცნობით, კომპლექტში 10 გრივნისა და 10 ზლოტის ნომინალის მონეტები შევა და თითოეულ მათგანს ნახევარგულის ფორმა ექნება, რომელთა შერწყმისას გულის სრული ფორმა მიიღება. მონეტების ავერსზე გამოსახული იქნება ქვეყნების დროშები და მათი ნომინალი, ხოლო რევერსზე მაგიდასთან ერთად მსხდომი უკრაინელისა და პოლონელის სიმბოლური ფიგურები. თითოეული მონეტის წონა 31,1 გრამი იქნება.

კომპლექტის მთლიანი ტირაჟი 10 ათას ცალამდე შედგება, რომლის ნახევარი პოლონეთში, მეორე ნახევარი კი უკრაინაში გაიყიდება. პოლონეთში მონეტების შეძენა ეროვნული ბანკის რეგიონული ფილიალების სალაროებსა და ონლაინ მაღაზია „კოლექციონერში“ იქნება შესაძლებელი, ხოლო უკრაინაში ისინი ეროვნული ბანკის ოფიციალური დისტრიბუტორი ბანკებისა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით გაიყიდება. პოლონეთი გეგმავს, საკოლექციო მონეტების გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინას დაუბრუნებელი ჰუმანიტარული ფინანსური დახმარების სახით გადაურიცხოს.

მონეტების შექმნაზე უკრაინელი მხატვარი, ვოლოდიმირ ტარანი მუშაობდა. ისინი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს შევა მიმოქცევაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ