ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით, გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
