აგვისტოში „თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს უამრავი ფასდაკლება და საუკეთესო შეთავაზებები დახვდება. შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ფიქსირებული ფასდაკლებით, ისე Cashback აქციებით 30 აგვისტოს ჩათვლით. ფასდაკლება საკმაოდ ვრცელ ასორტიმენტს მოიცავს: საბურავები, ავტონაწილები, აკუმულატორები, მანქანის ზეთები, მანქანის ფილტრები, ავტოქიმია და სხვა. მომხმარებელს თავისი მოთხოვნილებებისა და სურვილების შესაბამისად სასურველი პროდუქტი საუკეთესო ფასად შეუძლია შეიძინოს.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სტუმრობისას 25%-იანი ქეშბექი დაგხვდება Bridgestone-ის, Michelin-ისა და Continental-ის მაღალი ხარისხის საბურავებზე. სეზონური საბურავის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია მძღოლის უსაფრთხოებისთვის. Bridgestone-ის იაპონური საბურავები უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და მაქსიმალურ გამძლეობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს ყველა ტიპის გზაზე. ამ და სხვა ბრენდების ზამთრისა თუ ზაფხულის საბურავები იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ „თეგეტა მოტორსში“.
„თეგეტას“ შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის აკუმულატორები. 20-25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: Varta, Monbat, XIDE და სხვა ბრენდების სრულ ასორტიმენტებზე. ხოლო Macpower-ისა და BEX-ის აკუმულატორების შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებ. თითოეული ბრენდი მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მათი გამძლეობისა და მაღალი ხარისხის დამსახურებაა.
აგვისტოს თვეში ქეშბექისა და ფასდაკლების აქცია ვრცელდება სათადარიგო ნაწილებზეც. კერძოდ, მომხმარებელი 25%-იან ქეშბექს მიიღებს გაგრილების სისტემის სათადარიგო ნაწილებისა და ღვედების შეძენისას. ხოლო 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება DENSO-ს ბრენდის სათადარიგო ნაწილებზე.
გარდა ზემოაღნიშნული პროდუქტებისა, ფასდაკლება ვრცელდება საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზეც. Petronas-ის ბრენდზე მომხმარებელი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს, 25%-იან ქეშბექს კი - Mobil-ზე. გარდა ამისა, 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ავტოქიმიის სრულ ასორტიმენტზე, ხოლო 20%-იანი ფასდაკლება - ფილტრების სრულ ასორტიმენტზე.
„თეგეტა მოტორსი“ ფასდაკლებას ასევე გვთავაზობს სპეცტექნიკის, სატვირთო ავტომობილების, მიკროავტობუსების საბურავებზე, აკუმულატორებზე, ზეთებსა და სხვადასხვა ნაწილზე.
25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მიკროავტობუსების საბურავების სრულ ასორტიმენტზე. მათ შორის, ისეთ ცნობილ ბრენდზე, როგორიცაა იაპონური Bridgestone. ამას გარდა, Petronas-ისა და Shell-ის მანქანის ზეთებსაც 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენ.
„თეგეტაში“ მიკროავტობუსებისა და სატვირთო ავტობუსებისთვის აკუმულატორები ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო. 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება Exide-ის, Fiamm-ისა და Monbat-ის ბრენდის პროდუქციაზე.
„თეგეტას“ ფილიალებში სტუმრობისას ისარგებლებ ფასდაკლებით, სპეციალური ფასებითა და სასაჩუქრე აქციებით როგორც პროდუქციაზე, ისე სხვადასხვა სერვისზე. გარდა ადგილზე ვიზიტისა, თეგეტას ონლაინ მაღაზია საშუალებას გაძლევს, დაათვალიერო ყველა საჭირო პროდუქტი და მიიღო ამომწურავი ინფორმაცია აქციების შესახებ.
გარდა ნაწილებისა, აგვისტოს თვეში სერვისებითაც უფასოდ ისარგებლებ. თვის განმავლობაში მომხმარებელი ზეთებისა და ფილტრების შეცვლას უფასოდ შეძლებს სპეცტექნიკის ყველა ფილიალში. ამგვარი აქცია ვრცელდება მსუბუქი მანქანის ფილტრების შეცვლის სერვისზეც.
ფასდაკლებების სია „თეგეტა მოტორსში“ მართლაც ძალიან გრძელია, რაც თითოეულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს სასურველი ავტონაწილი მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად.
ეწვიეთ საიტს და გაეცანით ყველა შეთავაზებას დეტალურად: https://tegetamotors.ge/
NS