მისო-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების კონსოლიდირებული ანგარიშგებების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 4 394 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 4 236.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს, მეორე კვარტლის მდგომარეობით, 34 მისო ოპერირებდა, ხოლო 2022 წლის ამავე საანგარიშო პერიოდში - 37.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩამონათვალს, რომლებიც წელს, მეორე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • „კრისტალი“ - 989
  • „რიკო ექსპრესი" – 627
  • „სვის კაპიტალი" – 410
  • „კრედიტსერვისი+" – 337
  • „ლაზიკა კაპიტალი" – 350
  • „ლიდერ კრედიტი" – 283
  • „ინტელექსპრესი" – 226
  • „მიკრო ბიზნეს კაპიტალი" – 221
  • „ევრო კრედიტი" – 125
  • „სმარტ ფინანსი“ - 107