ვაკეში "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

ვაკეში, ჭავჭავაძის N54-ში მდებარე "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ერთი იყო და ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ბანკში ნიღბის გარეშე შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხაც წაიღო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ამავე ბანკის კლიენტი იყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.