წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.6 %-ით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეადგინა - საქართველოს სოფლის მეურნეობის 2023 წლის II კვარტალის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.0 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 161.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 21.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 10.9 მილიონ ფრთა შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.
რაც შეეხება ხორცის წარმოებას, 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით ნაკლებია.