Bloomberg - უნგრეთი ხანგრძლივი რეცესიიდან გამოდის

სააგენტო Bloombeg-ის ცნობით, უნგრეთის ეკონომიკის 3/4 როგორც ჩანს, რეცესიიდან გამოვიდა.

Bloomberg-ის მიერ ეკონომისტთა გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის მშპ აპრილიდან ივნისამდე წინა სამ თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ეს არის ეკონომიკის პირველი რეგისტრირებული ზრდა რეცესიის შემდეგ, რომელიც სამი კვარტალი გაგრძელდა - აცხადებენ სააგენტოში. ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში ქვეყნის მშპ 1,4%-ით შემცირდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთში, 1-ლი აგვისტოდან, პროდუქციის ძირითად სახეობებზე ფასების ზღვარი, რომელიც დაწესებული იყო მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სეგმენტების მხარდასაჭერად, გაუქმდა. მთავრობამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ჩათვალა, რომ ამ ინსტრუმენტმა შეასრულა თავისი მნიშვნელოვანი სოციალური როლი და ხელი შეუწყო ინფლაციის შემცირებას.

კოკა კვირკველია