2023 წლის II კვარტალში საქართველოში 126 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი, 19% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.5% ქვემო ქართლის რეგიონში, 15.1% - იმერეთის რეგიონში, 13.5 % - შიდა ქართლის რეგიონში, 11.1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.8% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 38.2%- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50.5% - ღორი, ხოლო 10.4% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.9 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 463.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის II კვარტალში 14.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42.7%- ფრინველის ხორცზე, 25.3% - ღორის ხორცზე, 1.6% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 13.7 ათას პირს, საიდანაც 37% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.
რაც შეეხება ფასს, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.7 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.0 ლარი.
მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 31.5 ლარს შეადგენდა, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.4 ლარს, ხოლო ღორის დაკვლის საფასური 26.9 ლარს.
სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი, 1 065 კაცი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 982 ადამიანი იყო დასაქმებული.