ჩიკაგოს ბირჟაზე სიმინდის ფასი 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში, სიმინდის ფიჩერსული ფასი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რასაც გაუმჯობესებული კლიმატური პირობები განაპირობებს.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, წვიმებმა და შედარებით გრილმა ამინდმა უკეთესი მოსავლის მოლოდინები გააჩინა.

აღსანიშნია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სიმინდი 21%-ით გაიაფდა, რაც აშშ-სთან ერთად ბრაზილიაში კარგი მოსავლის მოლოდინითაა გამოწვეული.

Trading Economics-ის თანახმად, სიმინდის ფიუჩერსული ფასი ამჟამად 4.75 აშშ დოლარია ბუშელზე (36.4 ლიტრა). მოსალოდნელია, რომ წელს აშშ იქნება სიმინდის სიდიდით მეორე ექსპორტიორი ბრაზილიის შემდეგ.

კახი ჩაკვეტაძე