რიგები და არეულობა ბანკომატებთან - ირლანდიაში საბანკო შეცდომის გამო, ყველა მსურველს ბანკომატიდან 1000 ევროს გატანა შეეძლო

ირ­ლან­დი­ა­ში სა­ბან­კო შეც­დო­მამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ნე­ბის­მი­ერს, მა­საც კი, ვი­საც ან­გა­რიშ­ზე თან­ხა არ ჰქონ­და, შე­ეძ­ლო "ირ­ლან­დი­ის ბან­კის" ბან­კო­მა­ტე­ბი­დან 1000 ევ­როს ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­ტა­ნა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ერ­თად, ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "ტე­ლეგ­რა­ფიც" აქ­ვეყ­ნებს.

ამან 15 აგ­ვის­ტოს ბან­კო­მა­ტებ­თან გა­მო­იწ­ვია რი­გე­ბი და არე­უ­ლო­ბა. სამ­შა­ბათს სა­ღა­მოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ და­ეც­ვათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი ზო­გი­ერთ ბან­კო­მატ­თან. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი ირ­ლან­დი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში.

ბან­კის გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­ბან­კო შეც­დო­მა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო IT მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ვე­ზით, რის გამო ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის შე­ზღუ­დუ­ლი იყო ონ­ლა­ინ­მომ­სა­ხუ­რე­ბა.

დღეს დი­ლით ბან­კმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ ხარ­ვე­ზი გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია და ბან­კო­მა­ტე­ბიც და ონ­ლა­ინ­სერ­ვი­სე­ბიც ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, "ირ­ლან­დი­ის ბან­კმა" გა­აფრ­თხი­ლა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ ბან­კო­მა­ტე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი, რო­მე­ლიც ლი­მიტს აღე­მა­ტე­ბა, კვლავ ჩა­მო­იჭ­რე­ბა მათი ან­გა­რი­შე­ბი­დან.

წყარო: ambebi.ge