რაც უფრო "ძვირია" ღვინო, მით უფრო "გემრიელია"

ამერიკაში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლს უფრო გემრიელი ეჩვენება პროდუქტი, რომელიც გონია, რომ ძვირად ღირებულია

ამერიკელ მეცნიერთა კვლევის შედეგად, იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ღვინოც კი შესაძლოა მომხმარებელს ძალიან გემრიელად მოეჩვენოს, თუ მას ეცოდინება , რომ ღვინო ძალიან ძვირად ღირებულია.

ამერიკელმა მკვლევარებმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარეს - პირველი ექსპერიმენტის დროს მოხალისეებმა ხუთი სახეობის ღვინო დააგემოვნეს. თითოეულს მათგანზე მიკრული იყო ფასები - 90 დოლარი, 45 დოლარი, 35, 10 და 5 დოლარი. თუმცა, სინამდვილეში ექსპერიმენტის მონაწილეებმა მხოლოდ ორი სხვადასხვა ფასის სამი სახეობის ღვინო დააგემოვნეს.

მეორე ექსპერიმენტის მონაწილეებს რძის კოქტეილების გაასინჯეს - ერთი ჩვეულებრივი, მეორე კი "დაბალკალორიული" და "ნატურალური", ანუ შედარებით ძვირად ღირებული. თუმცა, რეალურად ორივე ჭიქაში ერთი და იგივე კოქტეილი იყო. იმ დროს, როდესაც ექსპერიმენტის მონაწლეები სასმელებს აგემოვნებდნენ, მკვლევარები მათი ტვინის ფუნქციონირების აქტივობას სწავლობდნენ.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ყველა მონაწილეზე ერთნაირად მოქმედებდა იმის ცოდნა, თუ რა ღირს ღვინო და ნატურალურია თუ არა რძის კოქტეილი. ეს კი არწმუნებდა მათ, რომ უფრო ძვირად ღირებული პროდუქტი უფრო გემრიელია.