როგორ მოვახდინოთ სწორი ინვესტირება შვილებში

ამერიკელი სოციოლოგის დალტონ კონლის რჩევები მშობლებს, როგორ აღზარდოთ წარმატებული შვილები

თანამედროვე სამყაროში ბავშვის ყოლა საკმაოდ ძვირად ღირებულ „პროექტად“ იქცა. ცოტა ხნის წინ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2012 წელს ამერიკაში დაბადებული ბავშვი საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახს 17-წლამდე 241 080 დოლარი დაუჯდება, შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებს კი 399 780 დოლარი.

თუმცა, ამერიკელი სოციოლოგი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი დალტონ კონლი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ყველაფერი სხვაგვარდ იყო.

„ისტორია გვიჩვენებს, რომ ბავშვები საოჯახო საქმეებში უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული, მაგალითად, აგროვებდნენ შეშას ან მოჰქონდათ წყალი. ხუთი წლიდან კი მათ საკუთარი ეკონომიკური წვლილი შეჰქონდათ ოჯახის საქმიანობაში“, - აღნიშნავს დალტონ კონლი, რომელიც თავის წიგნში „მშობლების მეცნიერება: ყველაფერი, რისი ცოდნაც გინდოდათ, თუ როგორ აღგეზარდათ სწორად შვილები, მაგრამ ზედმეტად გადაღლილი იყავით, რომ ეს გეკითხათ“ («Parentology: Everything You Wanted to Know about the Science of Raising Children but Were Too Exhausted to Ask») მშობლებს საკუთარ რჩევებს უზიარებს, თუ როგორ აღზარდოთ წარმატებული შვილები.

რამდენი შვილი იყოლიოთ - „მთავარია ხარისხი თუ რაოდენობა? - სწორედ ამაში მდგომარეობს ერთ-ერთი მთავარი სოციოლოგიური აღმოჩენა. შესაძლოა, ეს ძალიან მკაცრად და ცუდად ჟღერდეს, მაგრამ თუ თქვენ ბევრი შვილი გყავთ, დიდია იმის ალბათობა, რომ ყოველი მომდევნო ბავშვი არ იქნება ისეთი წარმატებული, როგორც წინა. თქვენ იცით, რომ საშინაო დავალებების შემოწმებას, ძილის წინ ზღაპრების წაკითხვას, სერიოზულ საუბრებს, დღის რეჟიმის დაცვას და სხვა, ბავშვისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. და კიდევ გახსოვდეთ, რომ ბევრ ბავშვს ბევრი ფინანსები სჭირდება“, - წერს დალტონ კონლი.

რა ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს ბავშვებს შორის - რაც უფრო მეტია ბავშვებს შორის სხვაობა, მით უკეთესი. „პირადად მე, სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. ჩემს შვილებს შორის სხვაობა მხოლოდ 18 თვეა. რაც უფრო ნაკლებია ბავშვებს შორის სხვაობა, მით უფრო ცუდად სწავლობენ ისინი შემდგომში და უფრო ნაკლებ წარმატებული არიან. თუ თქვენს შვილებს შორის სხვაობა ექვსი, შვიდი ანაც რვა წელია, უფრო თამამად შეძლებთ თითოეული მათგანისთვის მეტი დროის, ყურადღებისა და ფინანსების დათმობას“, - აღნიშნავს ამერიკელის სოციოლოგი.

კერძო თუ საჯარო სკოლა? - სინამდვილეში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დალტონ კონლის განმარტებით, სხვადასხვა კვლევების თანახმად, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რამდენიმე ბავშვია კლასში და რა გარემოა სკოლაში. რაც უფრო ნაკლები ბავშვია კლასში, მით უკეთესი.

„ბევრი მშობელი ძალიან ღელავს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სკოლაში მიიყვანოს ბავშვი. თუმცა, არ არსებობს არც ერთი კვლევა იმის დასტურად, რომ მაგალითად, კერძო სკოლის კურსდამთავრებული ბავშვები უფრო წარმატებულებიან არიან, ვიდრე საჯარო სკოლის. არც ისეთი კვლევა არსებობს, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბავშვის სკოლის გამო საკუთრი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა ბავშვს მომავალში წარმატებას მოუტანს“, - აღნიშნავს ამერიკელი სოციოლოგი.

სად მიიღოს უმაღლესი განათლება - სკოლის მსგავსად, არც ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სტეისი დეილისა და ალან კრიუგერის კლევამ აჩვენა, რომ ელიტურ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ამერიკელები ფინანსურად იმაზე უფრო წარმატებული არ არიან, ვიდრე ადგილობრივ სახელმწიფო კოლეჯის კურსდამთავრებულები.

უნდა გადავუხადოთ თუ არა ბავშვს ფული? - ხშირად არის ხოლმე, რომ ცდილობთ რაღაც მიიღოთ თქვენი შვილისგან, ის კი თქვენს თხოვნას ყურად არ იღებს. ამავდროულად არის რაღაცები, რითაც შეგიძლიათ თქვენი შვილის ყურდღება მიიპყროთ - ტკბილელული, ტელევიზორის ყურების ნებართვა, ფული. თუმცა, თქვენ მაინც არ გინდათ ამით გაანებივრით. აქ ჩნდება დილემა - უნდა გადავუხადოთ თუ არა ბავშვს მიღწეული წარმატების ანაც შესრულებლი სამუშაოს სანაცვლოდ ფული?

„როდესაც შემი შვილები მათემატიკაში ამოცანას ხსნიდნენ, ჯილდოდ კანფეტებს ვურიგებდი და კომპიუტერის თმაშის უფლებას ვრთავდი. რა თქმა უნდა, იყო მათი შინაგანი მოტივაციის შემცირების რისკი. თუმცა, ამ რისკზე წავედი და წაგებული არ დავრჩენილვარ. ზოგიერთი კვლევის თანახმად,თუ ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში კარგი ნიშნების სანაცვლოდ ფულით აჯილდოვებდნენ, ხოლო დროთა განმავლობაში ამ ჯილდოზე უარს ეუბნებოდნენ, მათი აკადემიური მოტივაცია მაინც აღარ იკლებდა.