ავტომობილებში ჩამონტაჟებული სისტემა  ECall 112-ზე ავარიის შესახებ შეტყობინებას გააგზავნის

ავტომატური სისტემა, სახელწოდებათ ECall, 2018 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება, როგორც საერთო ევროპული სტანდარტი.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გზებზე ავარიის მაუწყებელ ახალ სისტემას, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებს შემთხვევის ადგილამდე უფრო სწრაფად მისვლაში დაეხმარება.

ავტომატური სისტემა, სახელწოდებათ ECall, ევროკავშირის ქვეყნებში 2018 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება, როგორც საერთო ევროპული სტანდარტი.

თუმცა, სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი სისტემით მანქანების აღჭურვა ხელისუფლებას მოქალაქეთა ადგილმდებარეობისა და გადაადგილების თვალყურის დევნის საშუალებას მისცემს.

ECall-ის სისტემით ყველა ახალი ავტომობილი და ავტობუსები აღიჭურვება. სისტემა სასწრაფო დახმარების სამსახურს ავარიის შესახებ სიგნალს ავტომატურად გადაუგზავნის 112-ის მეშვეობით.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ სიგნალის საშუალებით მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია გადაიცემა - ავტომობილისა და საწვავის ტიპი, შემთხვევის დრო და ადგილი.

ევროკომისიის მტკიცებით, ახალი მოწყობილობის მანქანაში დამონტაჟება 100 ევროზე მეტი არ ეღირება.