გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

„მალე დაიწყება: გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ძმები რომელაშვილების ქუჩიდან რაგბის მოედნამდე - 235 მეტრი; შარტავას ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია თოიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ჩიხამდე - 250 მეტრი; ხიდისთავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია - 494 მეტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 701 220 ლარია.