150 პარტნიორი კომპანია და 40 000-ზე მეტი მომხმარებელი - NAMI8-ს  წყლის ბარი  წარმატებული ბრენდების შეუცვლელ პარტნიორად იქცა

ქართულ ბაზარზე შემოსვლის მე-10 თვეს წყლის ინოვაციური ფილტრაციის ტექნოლოგიების ლიდერი ბრენდი NAMI8 შედეგებს აჯამებს: 150 პარტნიორი კომპანია, რომელიც დასაქმებულების კეთილდღეობაზე ზრუნავს და 40 000-ზე მეტი მომხმარებელი, რომელიც მინარევებისა და ქიმიკატებისგან თავისუფალ, ჯანსაღ წყალს მიირთმევს.

NAMI8 ებრაული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიებით შემოვიდა. მან მიზნად დაისახა წყლის სმის კულტურის შეცვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. კომპანია ცალკეულ მომხმარებლებსა და ბიზნესებს მსოფლიოში აღიარებულ, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ წყლის დისპენსერებს სთავაზობს. საოფისე თუ საოჯახო წყლის ბარების საშუალებით მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული წყალი მიეწოდებათ, რაც მათ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

NAMI8-ს ინოვაციური პროდუქტების დამსახურებით, საოფისე თუ საოჯახო ბარების მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება, რასაც კომპანიის მიერ რამდენიმე თვეში მიღებული შედეგებიც ადასტურებს. ერთი მხრივ, ბიზნესები ერთიანდებიან თანამშრომლებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად და მეორე მხრივ, ოჯახები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ წყლის უსაფრთხოებასა და ხარისხს.

367728282-867379778241887-8894136637652935198-n-1692339394.jpg

NAMI8-ს მაღალტექნოლოგიური, დახვეწილი დიზაინის საოფისე ბარები ბიზნესებისთვის როგორც თანამშრომლებზე ზრუნვის, ისე ფინანსური, ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვის საშუალებაა. კომპანიებს წლების განმავლობაში უწევდათ სასმელი წყლის შეძენა, შენახვა, დასაწყობება, ინვენტარიზაციის წარმოება და პლასტმასის მრავალჯერადი ბიდონების მოხმარება. NAMI8-ს ბარის მეშვეობით კი ყველა საფეხური მოხსნილია. თანამედროვე დანადგარი სასარგებლო, შეუზღუდავი რაოდენობის წყალს პირდაპირ ონკანიდან იღებს და ჩამოსხმისას ავტომატურად ფილტრავს მინარევებისა და ქიმიკატებისგან. ამის დამსახურებით, ბარი სასმელი წყლის ჯანსაღ და სასიამოვნო გემოვნურ თვისებებს უზრუნველყოფს.

ამასთან, დასაქმებულები თავიდან იცილებენ წყლის პლასტმასის ბიდონების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს. მაგალითად, ბიდონების არასწორად დასაწყობების ან ჭურჭელში წყლის დიდი ხნის გაჩერების შემთხვევაში, მისი მოხმარება შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანოც აღმოჩნდეს.

NAMI8-ის ბარი სრული სამუშაო დღის განმავლობაში ხელმისაწვდომს ხდის გაფილტრულ წყალს, რომელიც ბიდონის ავზების მსგავსად დღეების და ხანდახან კვირების განმავლობაში არ არის ერთ ჭურჭელში დაგროვებული და ამის დახმარებით ხდება ბაქტერიების გამრავლების პრევენცია.

როგორ ხდება საოფისე წყლის ბარების მონტაჟი და ფილტრების მონიტორინგი?

NAMI8 წყლის ოფისებში ბარების ინსტალაციასა და ტექნიკურ გამართულობას თავად უზრუნველყოფს. წყლის მაგისტრები თავად აკონტროლებენ, კონკრეტულ ოფისში განთავსებული ბარის ფილტრი რა პერიოდულობით უნდა შეიცვალოს და აღნიშნულ სამუშაოს თავად ასრულებენ.

როგორ ფილტრავს NAMI8-ის ბარი წყალს?

ბარი აღჭურვილია 4-საფეხურიანი ფილტრითა და 2-გალონიანი წნევის ავზით. მინარევებისა და ქიმიკატებისგან წმენდის პროცესიც ავტომატურ რეჟიმში ხდება. ინსტალაციისას ბარი უნდა დაუკავშირდეს დენის წყაროსა და ონკანს, შედეგად, გაფილტრული წყალი პირდაპირ თქვენს ჭიქაში ხვდება.

რაც მთავარია, სასმელი წყლის ფილტრაცია ხდება ქიმიკატების, ქიმიური ცვლილებებისა და რეაქციების დამატების გარეშე. აქედან გამომდინარე, მომხმარებლებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მაცოცხლებელი სითხის მიღება მარტივად შეუძლიათ.

ფილტრაციის აპარატების მიმართ ინტერესისა და მოხმარების ზრდის შესაბამისად, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს NAMI8-მ საბურთალოს „სითი მოლში“ სავაჭრო წერტილი გახსნა, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ადგილზევე მიიღონ გაფილტრული წყლის მოხმარების გამოცდილება და როგორც ოფისისთვის, ისე სახლისთვის შეარჩიონ წყლის ბარი.

NAMI8 აგრძელებს განვითარებას და ეკოლოგიურად სუფთა წყლის მოხმარების კულტურის დამკვიდრებას საქართველოში.

(R)