რკინიგზით საქართველოში ყველაზე მეტი ტვირთი რუსეთიდან შემოვიდა, ყველზე მეტი კი, ყაზახეთში გავიდა - 7 თვეში ტვირთბრუნვა შემცირებულია

2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების მიმოხილვაში წერს.

მათი ცნობით, აღნიშნული მოცულობის 10.7% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 % - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1% - ტრანზიტზე.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.2% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70.8 % - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.

2023 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 2.6 პროცენტისათვის - რუმინეთი, 2.3 პროცენტისათვის - თურქეთი, 1.0 პროცენტისათვის - ჩინეთი, 1.0 პროცენტისათვის - ბელარუსი, 0.5 პროცენტისათვის - ყაზახეთი.

2023 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20.0 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5 პროცენტისათვის - სომხეთი, 8.5 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.3 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი. 2023 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.3 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.7 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის - იტალია, 6.0 პროცენტისათვის - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 8.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.5 პროცენტისათვის - ჩინეთი, 2.1 პროცენტისათვის - თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტისათვის - ამერიკის შეერთებული შტატები.

სასაქონლო ჯგუფზე, 23.6% - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14.1%- საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 57.2% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 15.9% - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 12.2%- ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.8%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (24.9%) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (9.1%), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (54.4%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (22.8%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (8.7%) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (5.7%).

2023 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (32.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (19.0 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.6 პროცენტი).

screenshot-2023-08-18-112523-1692343600.png

რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 568.9 ათასი მგზავრი, რაც 47.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 176.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 50.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 560.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.5 პროცენტს შეადგენს და 48.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 8.7 ათასი მგზავრი, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 60.7 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39,3 პროცენტი (2023 წლის II კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

თამარ მუკბანიანი