ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 811,8 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 811,842 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 85,468 მლნ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8 595 986 000 დოლარს, დღევანდელი კურსით 22,721 მლრდ ლარს გადააჭარბა.

2022 წლის ივლისის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7 784 144 000 დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 21,524 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2023 წლის ივნისის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8 510 518 000 დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 22.277 მლრდ ლარს შეადგენდა.

2023 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).