ჭურჭლის მრეცხავიდან სპორტის მაგნატამდე - როგორია პაკისტანელი მილიარდერის სიმდიდრის გზა

Flex-N-Gate-ის მფლობელის, პაკისტანის უმდიდრესი ადამიანის, შაჰიდ ხანის წმინდა ქონება სულ რაღაც 12 მილიარდი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძვის დიდ ეკონომიკურ კრიზისს და მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დახმარების გარიგების უზრუნველყოფა მოახერხა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ ვარდნას განიცდის.

ძირითადად მისი არასწორი პოლიტიკისა და ცუდი გადაწყვეტილებების გამო, პაკისტანი ინდოეთთან შედარებოთ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ვერ განვითარდა. მაგრამ ამ სერიოზული პრობლემების მიუხედავად, არიან პაკისტანელები, რომლებმაც უდიდეს ფინანსურ მოგებას მიაღწიეს და მსოფლიოში საკმაო პოპულარობითაც სარგებლობენ.

პაკისტანის უმდიდრესი ადამიანის, შაჰიდ ხანის წმინდა ქონება 12 მილიარდი აშშ დოლარია.

1950 წლის 18 ივლისს დაბადებული შაჰიდ ხანი არის Flex-N-Gate-ის მფლობელი. მილიარდერი პაკისტანელი ბიზნესმენი ასევე სპორტული მაგნატი და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) ჯექსონვილი ჯაგუარსის და ფულჰემის მფლობელია.

Flex-N-Gate სხვადასხვა მწარმოებლებისთვის, ავტომობილის ნაწილების მიწოდებას ახორციელებს. შაჰიდ ხანი ასევე არის ამერიკული ჭიდაობის პრომოუშენის All Elite Wrestling (AEW) თანამფლობელი შვილთან, ტონი ხანთან ერთად.

შაჰიდ ხანი პაკისტანში, ლაჰორში დაიბადა. ის წარმოშობით საშუალო კლასის ოჯახიდანაა. იგი ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში სწავლობდა. მოგვიანებით კი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ერთხელ შაჰიდ ხანმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ში ჩასვლისას, სწავლის პარალელურად ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.

შაჰიდ ხანი აშშ-ში 16 წლის ასაკში წავიდა, სადაც 1971 წელს დაამთავრა გრეინჯერის საინჟინრო კოლეჯი, სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხით. 1999 წელს მიენიჭა მექანიკური მეცნიერებისა და ინჟინერიის გამორჩეული კურსდამთავრებულების ჯილდო.

წყარო: dnaindia.com

თეონა რამაზაშვილი