გერმანიაში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მატარებლები აღარ დაიგვიანებენ

გერმანიის სარკინიგზო ტრანსპორტის მართვის სისტემაში ხელოვნურ ინტელექტს დანერგავენ, რაც წელიწადში მატარებლების მოძრაობის შეფერხებას, წლიურად მინიმუმ, 90,000 წუთით შეამცირებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია საგზაო სიტუაციების გადასაჭრელად სხვადასხვა ვარიანტს რეალურ დროში გამოთვლის. ეს დისპეტჩერებს დაეხმარება, რომელიმე მატარებლის მიერ ლიანდაგის ბლოკირების დროს მძღოლებს ინსტრუქცია უფრო სწრაფად მიაწოდონ, რომ მათი მატარებლები არ შეფერხდეს ან გაჩერდეს.

ტექნოლოგია შტუტგარტში, მიუნხენსა და რეინ-მაინის რეგიონში საქალაქო და ქალაქგარე რკინიგზაზე უკვე დატესტეს, რა დროსაც შეფერხება 58 000 წუთით დაიზოგა. სისტემა ამჯერად ბერლინსა და მის გარეუბნებში, ხოლო მომავალ წელს ჰამბურგში დაინერგება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ