ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პრევენციის ფარგლებში 18 აგვისტოს სესხის გამცემი სუბიექტი „როიალ კრედიტი“ დააჯარიმა.
სებ-ის განმარტებით საქმე ეხება ერთდროულად რამდენიმე დარღვევას.
,,სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 06 მარტს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000ლარის ოდენობით" - წერია სებ-ის ოფიციალურ გვერდზე.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2011 წელს დარეგისტრირდა და წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ანა აზიროვა ფლობს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები;