Hotsale.ge-სა და Gino Paradise-ის მეგობრობა გრძელდება

აღმოსავლეთ ევროპაში პირველი აკვაპარკი, „ჯინო ფერედაისი“ და საქართველოში დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა Hotsale.ge მრავალწლიან მეგობრობას აგრძელებენ, რაც ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეთავაზებაზე ექსკლუზიური ფასით ისარგებლონ.

„ჯინო ფერედაისის“ აკვაპარკი ცხელ ზაფხულში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, სადაც ოჯახები თუ მეგობრები დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

367733015-835946804423752-8524992818649629629-n-1692365722.jpg

თუკი ვერ ახერხებთ ქალაქგარეთ გასვლას, ზღვაზე დასვენებას, გაქვთ დატვირთული გრაფიკი და დასვენება და დროის მხიარულად გატარება გსურთ, „ჯინო ფერედაისში“ შესანიშნავი, კეთილმოწყობილი გარემო დაგხვდებათ, Hotsale.ge-ის მომხმარებლები კი 25%- იან დანაზოგს მიიღებენ როგორც აკვაპარკის, ასევე სპა ცენტრის მომსახურებაზე.

აკვაპარკის შემადგენლობაში შედის: ტალღოვანი აუზი, ველური მდინარე, ოლიმპიური აუზი, პანორამა აუზი ბარით, ბარი აუზი, საბავშვო აუზი, სარელაქსაციო აუზი, ბავშვთა სივრცე აუზითა და სლაიდებით, 31 მეტრიანი ტოპოგანი, 10-მდე სახეობის სლაიდი და საბავშვო მოედანი.

367750878-695115622432099-5117467626320795640-n-1692365624.jpg

გარდა ამისა, გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულია კვების 12-მდე ობიექტი (ბარები და რესტორნები). „ჯინო ფერედაისის“ მრავალფეროვანი სივრცე ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. ადრენალინისა და ექსტრემის მოყვარულებისთვის, მოწყობილია სხვადასხვა ტიპის წყლის ატრაქცია და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31-მეტრიანი ტოპოგანი - 6 სხვადასხვა ეფექტის ჩამოსასრიალებელი სლაიდით.

367738843-6828653350527164-8074502619475126803-n-1692365815.jpg

მშვიდი დასვენებისა და რელაქსაციის მოყვარულთათვის Gino Wellness & Spa სივრცეს გთავაზობთ.

ეს ის ადგილია, სადაც გატარებული რამდენიმე საათი, 1-კვირიან დასვენებას უტოლდება!

აქ გატარებული წუთები არასდროს დაგავიწყდებათ!

6 ტიპის საუნა, ტეპიდარიუმი (ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით), ცივი და ცხელი, მარილიანი და მტკნარი წყლის ვირპულები წყლისა და ჰაერის ჭავლით, საშხაპეები სხვადასხვა ატრაქციით, ფეხის დათბილვის აბაზანები - ეს ყველაფერი თქვენი სრული რელაქსაციისათვის შეიქნა. სპის ცენტრში კი ალექსანდრე მაკედონელის 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული გათმბარი სავარძელი დგას, რომელიც სამკურნალო თვისებებთან ერთად, ულამაზესი ვიზუალით გამოირჩევა და ფოტოგადაღების მოყვარულთა ფავორიტი ადგილია.

367721871-3534356533512051-1066183098353558506-n-1692365839.jpg

სპის სტუმრებს დამატებით 20-მდე სახეობის კლასიკური და ეგზოტიკური პროცედურის ჩატარება შეუძლიათ.

Hotsale.ge და „ჯინო ფერედაისი“ მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებით მთელი ზაფხულის განმავლობაში გაანებივრებენ.

(R)