შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა, მიუხედავად ვალდებულებებისა, არ ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება ნაციზმში ჩართული კლიენტების ანგარიშებზე. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის სენატის საბიუჯეტო კომიტეტში განაცხადეს.
სენატორებმა დაადგინეს, რომ „Credit Suisse-ის შიდა გამოძიება ნაცისტების და მათი თანამშრომლების ანგარიშების მომსახურების შესახებ არასაკმარისი იყო და ბანკს საშუალება მისცა გაეგრძელებინა ნაცისტების და მათი თანამშრომლების ისტორიული მომსახურების დეტალების დამალვა“. „ნაცისტებთან დაკავშირებულ ანგარიშებთან დაკავშირებული პოტენციურად სენსიტიური დოკუმენტების 64000 კომპლექტი არ შედის Credit Suisse-ის გამოძიებაში“, - აცხადებენ კანონმდებლები.
ამასთან დაკავშირებით, სენატორმა ჩაკ გრასლიმ თქვა, რომ კომიტეტი გააგრძელებს გამოძიებას, „რადგან მას არ შეუძლია თვალის დახუჭვა ამ სერიოზულ საკითხზე“.
2020 წლის მარტში, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Simon Wiesenthal Center-მა აცნობა Credit Suisse-ს, რომ ჰქონდა სანდო ინფორმაცია ბანკის მიერ ნაცისტური ანგარიშების ფლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ბანკი დათანხმდა ნებაყოფლობით გამოძიებას.
2023 წლის აპრილში აშშ-ს სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ Credit Suisse-ს ჰქონდა 99 ადამიანის ადრე გამოუქვეყნებელი ანგარიშები, რომლებიც იყვნენ ან ნაცისტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები გერმანიაში ან ნაცისტებთან დაკავშირებული ჯგუფების წევრები არგენტინაში. არგენტინაში 70 ნაცისტებთან დაკავშირებული ანგარიში Credit Suisse-ში 1945 წლის შემდეგ გაიხსნა, რომელთაგან ზოგიერთი ღია დარჩა 2020 წლამდე. გარდა ამისა, 2002 წლამდე აქტიური რჩებოდა ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ გასამართლებული მაღალი რანგის ნაცისტის ანგარიში, რომლის ვინაობა არ დაზუსტებულა.