ბიძინა ივანიშვილი: "პანორამა თბილისის" პროექტი უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "პანორამა თბილისის" პროექტი უნიკალურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა "GDS"-ის გადაცემა "2030"-ში საუბრისას განაცხადა, ის პროპაგანდა, რომელიც "პანორამა თბილისის პროექტთან" დაკავშირებით არის დაწყებული, მიუღებელია. მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამ პროექტის გარშემო სხვადასხვა შეფასებებს აკეთებდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს კანონის დაცვას და პროექტის შეჩერებას ურჩევდა.

"ელისაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ რეკრეაციული ზონა ირღვევა და ქალაქის ისტორიული ადგილი ინგრევა. სადაც ზონას მიანიშნებდა, ეს არის ადგილი, რომელიც თბილისიდან არ ჩანს, უკანა ზოლია, რომელიც ხევში გადადის. ეს შეიძლება მხოლოდ ვერტმფერენიდან ნახო. "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით გადაღებულია ფილმი და ყველა ნახავს, რომ იქ მოხდა 900 კვადრატულის ზონის შეცვლა. მართლაც ჰქონდა იმ ადგილს მნიშვნელობა. იქ იყო სანაგვე, იმ სანაგვეს მიანიშნებს ელისაშვილი. ძველ თბილისს საერთოდ არ აზიანებს. არაფერი არ იჩეხება, თბილისის შემოგარენში გაყვითლდა ბევრი ხე და ბევრმა ამორტიზაცია განიცადა და სამი თვეა იქ ვაწარმოებთ გამორგვას და ხეების განახლებას და ვანაცვლებთ სხვა ხეებით პროექტისგან დამოუკიდებლად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პირველივე განცხადება, რომელიც გაისმა ამ პროექტის ირგვლივ, იყო დისკრედიტაციის მცდელობა. "ივანიშვილს როდესაც მიანიშნებ კანონის დაცვაზე, ერთხელ მაინც უნდა გყავდეს შემჩნეული კანონის დარღვევაში. ეს იყო დისკრედიტაციული განცხადება, რომ აი, ისიც კანონს დაემორჩილოს. "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით იყო ბევრი შეხვედრა, პირველად ის საზოგადოებას გააცნეს. ბევრი შეხვედა მოხდა, ყველა კითხვას პასუხი გასცეს. დღეს არავის არაფერი აქვს სათქმელი და მხოლოდ იმას იძახიან, რომ პროექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაკეთდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, "პანორამა თბილისი" არის გათვლილი ქალაქის განვითარებაზე და არა ინვესტორის ინტერესებზე. "მომგებიანობის მხრივ "პანორამა თბილისის" ეს დატვირთვა ჩემს საკუთარ თავზე მოვირგე. პირველ რიგში იმ ადგილიდან ბევრი გავასახლეთ, ბარაკები იყო, 2-3-4 სართულიანი ბარაკები იმ ადგილზე, სადაც ეს ბაღები შენდება. ქალაქის ფასი და უფრო ძვირი გადავიხადეთ კვადრატულ მეტრში. ის, რაც კეთდება, ერთი და ორსართულიანი სახლები შენდება, რამდენი ხე ირგვება, ეს ექსკლუზიურად ჩაითვლება. მე თანაინვესტირების ფონდის სხვა წევრებთან ერთად ჩემ თავზე ვღებულობ, ეს ექსკლუზივი პირად ხარჯებზე გადამაქვს. რადგან ყველა ეს არის ექსკლუზივი - ლიფტები, საბაგირო, ძალიან რთულია რენტაბელობაზე იყოს საუბარი. პროექტმა გაასწორა ქედი. ძალიან ვცდილობთ, რომ თბილისისთვის, ტურიზმისთვის საინტერესო იყოს და არა ვიღაცის ახირებაზე. ეს პროექტი არის უნიკალური, ამდენი ხე ირგვება, ბევრმა უცხოელმა არქიტექტორმა შეაფასა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქალაქის ყველა მცხოვრებს შეეძლება ისარგებლოს საბაგიროთო და ტრანსპორტის გარეშე შეიძლება მოხვდეს ცენტრში, სადაც არის ქალაქისთვის საინტერესო ბევრი აუზი და პირობები, რომ "ვიქენდი" გაატარონ. "ქალაქიდან გადიხარ ტრანსპორტის გარეშე და ხვდები უნიკალურ ბუნებაში. 3 წუთში უნიკალურ ველურ ბუნებაში შეიძლება მოხვდე. ძველ თბილისს ეს არ აზიანებს და ამდიდრებს. ეს იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ტურისტებისთვის. მე მაქვს საშუალება და მინდა ჩემს ქალაქს დავეხმარო, ღმერთმა დამიფაროს, რომ სასტუმროთი გამდიდრებას ვაპირებდე. იქნება 25 მეტრიანი აკვარიუმი, იქვე შენდება პლანეტარიუმი, ირგვლივ იქნება საექსკურსიო ტერიტორია, საინტერესო იქნება ჩვენი ბავშვებისთვის და ტურისტებისთვის, ეს პროექტი არაფერს არ აფუჭებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო