Bitcoin-ის ფასი 2-თვიან მინიმუმამდე დაეცა - ინვესტორებმა $1 მილიარდის აქტივები გაყიდეს

სავაჭრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის ფასი მკვეთრად იკლებს და ამჟამად 26,000 დოლარიან ნიშნულზეა, რაც 2-თვიანი მინიმუმია. 17 ივლისის პიკის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი, დაახლოებით, 17%-ითაა შემცირებული.

ფასის ვარდნა ინვესტორების მიერ რისკიანი აქტივების მასობრივი გაყიდვის შედეგია. კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმის, CoinGlass-ის მიხედვით, ბოლო 24 საათში ციფრული ვალუტების ღირებულებას 1 მილიარდი დოლარი მოაკლდა, რის ნახევარსაც Bitcoin შეადგენდა.

აქტივების გაყიდვა, თავის მხრივ, დაკავშირებულია აშშ-ის ფედერალური რეზერვის ეჭვებთან, რომ ინფლაცია "მოულოდნელად მაღალ ნიშნულზე" დარჩება და საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება.

ამასთან, ბაზარზე პანიკა გამოიწვია ილონ მასკის SpaceX-ის ანგარიშმაც, რომლის თანახმადაც, კომპანიამ გაყიდა საკუთარ მფლობელობაში მყოფი Bitcoin-ის აქტივები, რომელთა ღირებულება 373 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

კახი ჩაკვეტაძე