ვასო ურუშაძე - ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხეები

იზრდება ყოველწლიურად ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხეები და ეს გამოიხატება კონკრეტულ ღონისძიებებში, მაგალითად სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო ტენდერებში. ეს არის „ქართული ოცნების” საგარეო კურსი, რომელიც მაქსიმალურად სცილდება დასავლეთს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

როგორც ურუშაძე აღნიშნავს, ბიუჯეტი ხშირ შემთხვევაში მიმართულია პუტინის ტერორისტული რეჟიმის გასაძლიერებლად.

„იზრდება ყოველწლიურად ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხეები და ეს გამოიხატება კონკრეტულ ღონისძიებებში,მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო ტენდერებში, როცა რუსული კომპანიები იღებენ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ფუნქციის მატარებელი შესყიდვების და მომსახურების სერვისებს. ბიუჯეტი ხშირ შემთხვევაში მიმართულია პუტინის ტერორისტული რეჟიმის გასაძლიერებლად. ეს არის „ქართული ოცნების” საგარეო კურსი, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მაქსიმალურად სცილდება დასავლეთს, სცილდება ცივილიზებულ სამყაროს, ევროკავშირს და არის ჩრდილოეთისკენ მიმართული და მეორე ეს არის კორუფციული დაინტერესება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.