2023 წელს საქართველოში ნაყინის იმპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველომ 3.1 მლნ აშშ დოლარის 619.1 ტონა ნაყინი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.1 მლნ აშშ დოლარის 702.5 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის საქართველოში ნაყინის იმპორტიორი ტოპ-5 კომპანია:
- შპს აის ლენდ ჯორჯია - 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს პაპუნა მესხიშვილი ფლობს.
- შპს ბ&რ ჯორჯია - კომპანიის წილები სამ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი: ნიკოლოზ ბაქარაშვილზე, ნოდარ ყანჩაველსა და ლევან გოგავაზე. სამივე 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიის 33.3%-ს ფლობს.
- შპს მარსი საქართველო - კომპანიას ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მარს ნედერლანდ-ი ფლობს.
- შპს ფუდსერვისი - კომპანიას სრულად შპს ფუდმარტი ფლობს, რომელსაც თავის მხრივ, აქციონერთა კრება მართავს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი, გიორგი ჩუბინიშვილია.
- შპს შარმ ტრეიდინგი - კომპანიის წილის 34%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძე ფლობს. 30% ეკუთვნის შპს ბი ეფ ოს, რომელიც თავის მხრივ ლევან კაკაბაძის საკუთრებაა. 16% - გიორგი ჩივაძეს, 10% - სოლომონ მამუჩიშვილს, 10% კი, ვახტანგ საძაგლიშვილს.
შეგახსენებთ, რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით ლაგდება და არა ბრუნვის მოცულობის. (წყარო - საქსტატი).