2023 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12,105 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 3,583 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8,522 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით).
ამასთან, შვიდ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1,177 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 217%-ს შეადგენს, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველიდან ავტომობილების რეექსპორტმა 371,733 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზოთ 10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილის (რე)ექსპორტი განხორციელდა:
რაც შეეხება მთლიანად რეექსპორტს, საქართველოდან 2023 წლის შვიდ თვეში 1,855 მლრდ დოლარის პროდუქცია „გადაიყიდა“, ეს კი 111,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის 872,573 მლნ დოლართან შედარებით.