ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართული ოჯახები საბჭოთა კავშირში

Ambebi.ge იმ ქართული ოჯახების შესახებ გიამბობთ, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში დიდი ქონებით და გავლენით სარგებლობდნენ.

ძმები ლაზიშვილები

ძმები ლაზიშვილების შესახებ ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის. საბჭოთა პერიოდში მათ გაბედეს და კერძო საწარმოები შექმნეს, რაც მაშინ აკრძალული იყო. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანებულ საჰაერო ბუშტებს იძენდნენ, რომლებიც აბრეშუმისგან იყო შექმნილი და სხვადასხვა დაზიანებების გამო, ძალიან იაფად იყიდებოდა. მიწისქვეშა საწარმოებში ძმებს უამრავი ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული, რომლებიც აბრეშუმისგან სამოსს, ფარდებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნიდნენ და ჰყიდნენ. ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს კერძო საქმიანობა შეუძლებელი იყო, ძმები დახვრიტეს და საწარმოები დაიხურა.

ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელს მთელი მსოფლიო იცნობს, ქართველი მოქანდაკე რუსეთში ცხოვრობს და დღემდე გავლენიან პერსონად ცნობენ. ლაზიშვილების შემდეგ სწორედ ზურაბ წერეთელი იყო პირველი ქართველი მილიონერი საბჭოთა კავშირში. გადმოცემის მიხედვით, საქმიანობა ბიჭვინთის ხელოვნების სახლების, საცურაო აუზების მოზაიკით მოპირკეთებით დაიწყო. შემდეგ ავტობუსების გაჩერება და პროფკავშირების სასახლეები გააფორმა. ამის შემდეგ მილიონერი გახდა. რადგან ფული ჰქონდა, შეკვეთებისთვის საჭირო მასალას იძენდა და შემდეგ ძვირად ჰყიდდა. 70-80-იანი წლების თბილისის აივნების რესტავრაციაც ზურაბ წერეთელმა გააკეთა და მასვე დაევალა ქალაქის ცენტრალურ უბნებში ლამპიონების გაკეთებაც. 1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიას ხელმძღვანელობს.

მედიკო მეზვრიშვილი

მედიკო მეზვრიშვილის ოჯახი მაშინ საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა საქართველოში. მას ედუარდ შევარდნაძის ქალს ეძახნენ. მისი კარიერა კომუნისტური პარტიით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან ახლობლობით დაიწყო. იგი თავის დროზე საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ გამგებელი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო. მედიკო მეზვრიშვილი 2009 წელს გარდაიცვალა.

ნინა ჟვანია

ნინა ჟვანიას შესახებ თბილისში ლეგენდები დღემდე დადის, მისი გარეგნობა და ხასიათი წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა ყველასთვის, ვისაც პირადად იცნობდა. ის ე.წ. "კალინინის რაიკომის" მდივანი გახლდათ. როგორც მისი თაობის თბილისელები იხსენებენ, ნინა ჟვანია საქმის გამკეთებელი ქალი იყო, რომელსაც საკუთარი ქალაქი ძალიან უყვარდა. ჟვანიას შეძლებული და გავლენიანი ოჯახი ჰყავდა. ყველა ძველ პარტმუშაკს კარგად ახსოვს ნინა ჟვანია - ვანო ზოდელავას დედა, რომელიც ცეკას ნომენკლატურაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა. ეს იყო ქალი, რომელიც საბჭოთა ჩინოვნიკებს ლამის გაღმერთებული ჰყავდათ. ჯერ საბჭოთა საქართველოში, შემდეგ რუსეთში ედუარდ შევარდნაძის წინსვლას სწორედ ვანო ზოდელავას დედას უკავშირებდნენ. ძველი კომუნისტების თქმით, ნინა ჟვანიამ ჯერ კიდევ კომკავშირელი ედუარდი პარტიულად გაზარდა და ოლიმპისკენ მიმავალი გზა გაუკაფა. სწორედ ამიტომ ამბობდნენ, რომ შევარდნაძეს თბილისის ყოფილ მერთან ვანო ზოდელავასთან თავისი, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ამიტომაც იყო ის შევარდნაძის რჩეულთა სიაში, ვისაც ექს-პრეზიდენტი არასდროს გაწირავდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE