პორტალმა Visualcapitalist.com მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები გამოავლინა.
პირველ ადგილს იკავებს იტალია, რომელმაც 2022 წლის განმავლობაში თითქმის 50 მლნ ჰექტოლიტრი (ერთი ჰექტოლიტრი უდრის 100 ლიტრს და წარმოადგენს ღვინის, ლუდის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საზომ ერთეულს) აწარმოა, რაც წელიწადში მთლიანი წარმოების თითქმის მეხუთედს შეადგენს.
მსოფლიოს უდიდესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ოცეულში მოხვდა საქართველოც, რომელიც მე-18 ადგილზე განთავსდა. როგორც სტატიიდან ვგებულობთ, 2022 წლის განმავლობაში საქართველომ 2 135 მლნ ჰექტოლიტრი აწარმოა.