4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადება პირველადი შენატანის გარეშე და 7%-მდე ფასდაკლება როგორც ერთიანი გადახდის, ისე განვადების შემთხვევაში - საზაფხულო შეთავაზება „ტერასა რეზორტ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე და სასტუმროს ნომრებზე 31 აგვისტოს სრულდება.
„ტერასა რეზორტ ბაკურიანი“ კურორტის ყველაზე მრავალფუნქციური კომპლექსია, რომლის გამორჩეული არქიტექტურა და მოსახერხებელი მდებარეობა აქ დასვენებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. პროექტი მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში, ამირანის პარკთან, მთავარი სათხილამურო ტრასების სიახლოვეს. ის ითვალისწინებს სრულად გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილ აპარტამენტებს, სასტუმროს ნომრებს, რესტორანს, ბარს, სკი დეპოს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, საპიკნიკე ზონასა და 15-მეტრიან დახურულ აუზს.
აღსანიშნავია, რომ აპარტამენტებისა და სასტუმრო ნომრების ავეჯითა და ტექნიკით მოწყობას დეველოპერული კომპანია თავად უზრუნველყოფს, რაც მესაკუთრეებს დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის საშუალებას აძლევს.
მრავალფუნქციური კომპლექსის 50% ანუ 4800 კვ.მ ეთმობა რეკრეაციულ ზონას და სრულად ნარჩუნდება ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი ნარგავები. „ტერასა რეზორტ ბაკურიანის“ აპარტამენტებისა და სასტუმროს ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედები.
კომპლექსის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მისი დასრულება კი 2024 წლის მარტის თვიდან იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ „ტერასა რეზორტ ბაკურიანს“ დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტების ჯამური ინვესტიცია 30 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში. დღევანდელი მდგომარეობით, „ტერასა ჯგუფს“ 11 დასრულებული და 4 მიმდინარე პროექტი აქვს.
საზაფხულო შეთავაზებითა და ფასდაკლებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა რეზორტ ბაკურიანს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დეტალებს პირადად გააცნობენ:
(R)