მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის არჩევნების შედეგების შეჯამებაში ჩარევის მცდელობებს იძიებს, ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლებაში დატოვება გადაწყვიტა. თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მილიარდერს 200 000 დოლარის გადახდა მოუწევს.
იგი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია სასამართლო პროცესამდე თავისუფალი დარჩეს, იმ პირობით, რომ არ შეეცდება მოწმეებსა და თანამზრახველებზე ზემოქმედებას.
ორშაბათს, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება ჯორჯიას გუბერნატორის შესახებ, რომელიც მხარს უჭერდა რესპუბლიკელ ბრაიან კემპს. საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში, არჩევნების შემდეგ, ტრამპმა დაურეკა კემპს (და სხვა მაღალჩინოსნებს) და მოითხოვა არჩევნების შედეგების მის სასარგებლოდ გადახედვა - მაგრამ მათ უარი განუცხადეს.
ფულტონის ოლქის პროკურორმა ფანი უილისმა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ საქმეს უძღვება, სასამართლოს სთხოვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ოფიციალური ბრალდების წაყენება 5 სექტემბერს დაინიშნოს და სასამართლო პროცესი მომავალი მარტისთვის დაიწყოს.
რაც შეეხება სასამართლოში პირველ გამოჩენას, რომლის დროსაც ტრამპი ოფიციალურად უნდა ჩაბარდეს მართლმსაჯულებას, ექს-პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის ხუთშაბათს ატლანტაში იქნება.
ფულტონის ოლქის სასამართლოში დონალდ ტრამპის ჩასვლის მომზადების მიზნით, სამართალდამცავებმა სასამართლო შენობის გარშემო ღობე მოაწყეს.
ცნობისათვის, 77 წლის ტრამპი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს.