ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ო.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურებისას, ცეცხლსასროლი იარაღი და 40 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.