საქართველოდან რეექსპორტის 50% მეზობელ ქვეყნებზე მოდის. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში რეექსპორტის მოცულობამ 1,855 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 926,034 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია საქართველომ მეზობელ ოთხ ქვეყანაში „გადაყიდა“.
ყველაზე დიდი მოცულობის პროდუქციის რეექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა, შემდეგია სომხეთი და რუსეთი, ყველაზე მცირე კი თურქეთზე მოდის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც 2023 წლის შვიდ თვეში მეზობელ ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით გადავყიდეთ:
აზერბაიჯანი - 401,502 მლნ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 259,065 მლნ დოლარი
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 16,291 მლნ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 13,944 მლნ დოლარი
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 13,316 მლნ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 13,054 მლნ დოლარი
სომხეთი - 401,428 მლნ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 207,672 მლნ დოლარი
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19,586 მლნ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 15,193 მლნ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 7,475 მლნ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 6,168 მლნ დოლარი
რუსეთი - 92,572 მლნ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 65,860 მლნ დოლარი
- ელექტრული წყალგამახურებლები - 8,579 მლნ დოლარი
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 2,990 მლნ დოლარი
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 2,241 მლნ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2,087 მლნ დოლარი
თურქეთი 30,532 მლნ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 5,008 მლნ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4,658 მლნ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 3,923 მლნ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2,480 მლნ დოლარი
- ელექტრული წყალგამახურებლები - 1,352
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან რეექსპორტმა 1,855 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 112%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან შვიდ თვეში რეექსპორტის მოცულობა 876,572 მლნ დოლარი იყო.