2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 3-ჯერ 116 ტონიდან 41.2 ტონამდე შემცირდა. აქედან, ივლისში მხოლოდ 1 ტონა თაფლი გაიყიდა.
რაც შეეხება ექსპორტის ფასის მაჩვენებლებს, 2022 წლის 7 თვეში საქართველომ ნატურალური თაფლის ექსპორტიდან 490.03 ათასი აშშ დოლარი მიიღო, მიმდინარე წელს კი, 389.7 ათასი აშშ დოლარი.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობის პროდუქტი გაიტანა:
თაფლის ექსპორტის შემცირების მიზეზებზე მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა „ბიზნესპრესნიუსთან" მაისში საუბრობდა. პაპავას თქმით, შემცირების მიზეზი ქართულ ბაზარზე ევროკავშირის სტანდარტების თაფლის დეფიციტია. შესაბამისი ხარისხის ქართულ თაფლზე მოთხოვნა კი, მიწოდების შესაძლებლობას აღემატება.