”ჩვენ ვიყიდით გემებს!” - ვინ და როგორ აპირებს ქართული საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნას?!

საქართველოს საზღვაო ფლოტის აღორძინების გეგმა?!

არცთუ დიდი ხნის წინ ”კვირის­ პალიტრაში” გამოქვეყნდა სტატია - ”რა ბედი ეწია ქართულ გემებს”, რასაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მკითხველი გულისტკივილს გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველოს სანაოსნომ 56 გემი ვერ შეინარჩუნა. ახლახან საინტერესო ინიციატივით გამოგვეხმაურნენ ადამიანები, რომლებმაც წლების წინ საზღვარგარეთ გააგრძელეს საქმიან­ობა. ისინი მზად არიან, საკუთარი­ რესურსები ჩადონ იმ დიდ საქმეში, რასაც ქართული საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნა ჰქვია.

ემილ კოგანი, ბათუმელი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო ფლოტის მართვისა და ექსპლუატაციის საკითხებზე­ არაერთი ნაშრომის ავტორი, ისრაელის მოქალაქე: - მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მოქალაქე ვარ, საკუთარ თავს ქართველად, ბათუმ­ელად მივიჩნევ. მართალია, იქ აღარაფერი­ მაბადია, გარდა იმისა,­ რომ ბათუმის სასაფლაოზე წინაპართა ძვლები განისვენებს,­ მაგრამ ამ ქალ­აქსა და ზღვაზე­ ფიქრი დღემდე მოსვენებას მიკარგავს. ჩემი ცხოვ­რების საუკეთესო წლები იქ მაქვს გატარ­ებული. ბათუმი ზვიად გამსახურდიას პრეზ­იდენტობის პერიოდში დავტოვე­. რაც მებადა, გავყიდე­, პატარა თევზსაჭერი გემი შევიძინე, აღვჭ­ურვე შესაბამისი ნავიგაციით და საქარ­თველოდან ისრაელისკენ გავ­ცურე, 8 დღესა­ და ღამეში უკვე ხაიფ­ას­თან ვიყავი.

მთელი­ ცხოვრება­ საზღვაო სფეროს მივუძღვენი. მაწუხებს, რომ საქართველო, ზღვის­პირა ქვეყანა, საზღვაო სახელმწიფოდ ვერ ჩამ­ოყალიბდა. სანაოსნო განადგურებულია. საქართველოს ტერიტორიის გავ­ლით აზიიდან ევროპისკენ­ და პირიქით, ტვირთების გადაზიდვებით საქართველოს ბიუჯეტში არ შედის სოლიდური შენატ­ანები. საქართველო ვერ სარგებლობს იმ გეოპოლიტიკური­ უპირ­ა­ტესობით, რაც ბუნებრივად აქვს მინი­ჭებ­ული... ადრე თუ გვიან, საქართველოს კვლავ ეყოლება საკუთარი საზღვაო-სა­ვაჭრო ფლოტი და სატრა­ნზიტო ფუნქ­ცია სრულად ამოქმედდება. ძალიან მინდა,­ ეს პროცესი დაჩქარდეს. უკვე შევქმენით საინიციატივო­ ჯგუფი. ტვირთების საზღვაო გადაზიდვები ხომ ყველაზე­ რენტაბელური­ და მომგებიანი დარგია. საბედნიეროდ, გვყავს­ პროფესიონალი კადრები, რომლებიც აღდგენილ სანაოსნოში დას­აქმდებიან. მთავარია, სახელმწიფომ გამ­ოიჩინოს ნება და სათან­ადო ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს. მით უმეტეს, რომ ჩვენს სპეციალისტებს­ შეუძლიათ, არა მარტო რეკომენდაციე­ბით შემოიფარგლონ, ფინანსური მონაწილეობა მიიღონ იმაში,­ რომ სახელმწიფომ გემები იყოლიოს.

- რა მხარდაჭერას ელოდებით?

- სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნას და ფუნქციონირებას. ერთია, გემების ყოლა, მეორე კი მათი გადაზიდვებში ჩართვა, მართვა და ექსპლუატაცია. ეს საკით­ხები ერთ­ობლივად უნდა დავამუშაოთ. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი შედგება წარსულში ცნობილი შორე­ული ნაოსნობის კაპიტნებისგან, სპეც­იალისტებისგან. ისი­ნი­ დღესაც აქტიურად არიან ჩართული მსოფლიო საზღვაო სფეროში მიმდინარე­ პროცესებში­. სწორედ ისინი შექმნიან სააქ­ციო საზოგა­დოებას, რომელიც ქართულ­ საზღვაო-სავაჭრო ფლოტს დაუდებს სათ­ავეს­. ჯგუფის მიზანი­ ინვ­ესტორების მოზიდვაც იქნება, ვინაიდან­ საზღვაო-სა­ვაჭრო ფლოტი­ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სასურველ­ია,­ თუ სახელმწიფო თავად გახდება ამ სააქციო საზოგადოების 30%-იანი წილის მფლობელი­ და თავის სახსრებსაც დააბა­ნდებს ამ დიდებულ საქმეში. ეს ინვესტ­ორებისთვის მეტი გარანტია იქნება.­ ზოგიერთ მათგანთან უკვე გვაქვს მოლაპარაკ­ება, რადგან მხოლოდ საზღვაო სფეროს წარმომადგენელთა კაპიტალდაბანდებები ვერ გასწვდება ამ დიდ საქმეს, რომლის დაწყებაც 20 მილიონი აშშ დოლარითაც შესაძლებელია. იმისთვის კი, 3-4 გემით გადაზიდვებში რომ ჩავერთოთ, გაცილებით მცირე თანხაა საკმარისი. საქმის სწორად მართვის შემთხვევაში, გემები კონკურენტუნარიან ბაზარზე გავლენ.

რომან ახობაძე, შორეული ნაოსნო­ბის სახელგანთქმული კაპიტანი, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი 1991-1993 წლებში, კრიუინგული კომპანია MARINE­ UNITI-ს ხელმძღვანელი, ამჟამად­ ნოვოროსიისკში მუშაობს: ”ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს გავლით საზღვარგარეთ მიედინება 12 მილიონი ტონა ნავთობი­ და ნავ­თობპროდუქტი. ეს გვაძ­ლევს ოპტიმიზმ­ის საფუძველს, რომ ფლოტს, რომელსაც შევქმ­ნით, ექნება მუდმივი დატვირთვის რეჟიმი­, ჩვენ კი - მუშ­აობის შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფ­ლი­ო­ში გემების რაოდენობა მათზე მოთ­ხოვნას აღემატება. აქედან გამომდინარე, ბევრია მსურველი, რომელიმე საზღვაო საწარმოს მიაქირაოს გემი შემდგომი შესყ­იდვის პერსპექტივით. თუკი საქმე­ აეწყობა, ყოველწლიური მონაგებიდან რამდ­ენიმე გემის თანდათან შესყიდვას­ შევძლებთ­. მსურს ყველას სჯერ­ოდეს, რომ ზღვისპირა ქვეყნის საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევა არა მითი, არამედ რეალობაა!”

ეკა ასათიანი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”

ასევე იხილეთ