გორში სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორში, სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა დეკორატიული განათება, გარეგანათება, კალათბურთის ფარი, სკამები, ნაგვის ურნები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, ღობე. სამუშაოების ღირებულება 90 000 ლარია.

„პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ - ის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით ხორციელდება.

პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.