პირველად, 7 წლის შემდეგ, ინდოეთმა შესაძლოა, შაქრის ექსპორტი აკრძალოს.
ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, შესაძლო აკრძალვის მთავარი მიზანი შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება და ეთანოლის წარმოების შენარჩუნებაა.
როგორც ირკვევა, წელს იმ რეგიონებში, სადაც შაქრის ლერწამი იზრდება, ნალექი ორჯერ უფრო ნაკლებად იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვეთრად შემცირებული მოსავალი პროდუქტის წარმოების შემცირებასაც გამოიწვევს. საშუალოდ, წლიურად შაქრის წარმოება 3.3%-ით, 31.7 მილიონ ტონამდე იკლებს.
გაზრდილია შაქრის შიდა ფასიც ინდოეთში - ბოლო 2 წელიწადში ღირებულებამ მაქსიმუმს მიაღწია. მაქსიმუმამდეა ასული ქვეყანაში ინფლაციის დონეც.
მოელიან, რომ შაქრის მწარმოებლებში ინდოეთის ექსპორტის აკრძალვა პროდუქტის ფასების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო უფრო მასშტაბურად, ამან შესაძლოა, მსოფლიო სურსათის ფასების ზრდის ტემპიც დააჩქაროს.