მასკი სოციალური ქსელის X-ის სახელით სოროსის ფონდ „ღია საზოგადოებას“ უჩივის

სოციალური ქსელის X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელმა, ელონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს უჩივლოს ფინანსისტ ჯორჯ სოროსის კუთვნილ ფონდ „ღია საზოგადოებას“ (Open Society Foundations) თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისთვის, დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს სოციალური ქსელები ხელს უწყობს სიძულვილის ენის გავრცელებას.

"ზუსტად X შეიტანს სარჩელს ამის შესაჩერებლად. მოუთმენლად ველოდები პროცესის დაწყებას!", - დაწერა ბიზნესმენმა თავის X გვერდზე.

მისი განცხადება გავრცელდა მეორე მომხმარებლის კომენტარის საპასუხოდ ჟურნალისტ ბენ სკულანის სტატიაზე, სოროსის მიერ დაფინანსებული ლობის შესახებ ირლანდიასა და შოტლანდიაში ინტერნეტ ცენზურის გამკაცრების შესახებ.

მასალის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ღია საზოგადოება, ეძებენ შესაძლებლობას, ჩაატარონ საპოლიციო ჩხრეკა იმ ადამიანების სახლებში, ვინც დაფიქსირებულია „სიძულვილის ენის“ გამოყენებაში და შეამოწმოს მათი ინფორმაციის მატარებლები, მათ შორის პერსონალური ტელეფონები და კომპიუტერები.

კოკა კვირკველია