2024 წლის 1-ლი იანვრიდან BRICS-ის მონაწილეთა შემადგენლობას კიდევ ექვსი ქვეყანა ემატება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან BRICS-ის მონაწილეთა შემადგენლობას კიდევ ექვსი ქვეყანა - არგენტინა, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია ემატება.

აღნიშნული განცხადება იოჰანესბურგში მიმდინარე BRICS-ის სამიტზე მასპინძელმა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაპოსამ გააკეთა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია გაფართოების ერთი ფაზით არ შემოიფარგლება.

„BRICS-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 22 ქვეყანამ შეიტანა. ორგანიზაციის ლიდერებმა ახალი წევრების მიღების პრინციპები უკვე შეათანხმეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ BRICS-ი ხუთი სახელმწიფოსგან (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) შემდგარ გაერთიანებს წარმოადგენს და 2006 წლის ივნისში დაფუძნდა.