თითქმის 500 მლნ ლარი - რომელმა ბანკებმა დაისაკუთრეს ყველაზე მეტი ქონება

2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 498 028 275 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის:

  • თიბისი ბანკი – 283 079 187 ლარი
  • საქართველოს ბანკი – 141 856 352 ლარი
  • ბაზის ბანკი – 23 901 715 ლარი
  • ტერა ბანკი - 22 400 169 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 13 232 417 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:

ხალიკ ბანკი საქართველო – 10 064 254 ლარი, ლიბერთი ბანკი – 1 998 078 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 79 370 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 1 349 093 ლარი, ზირაათ ბანკი - საქართველო - 67 640 ლარი.

2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, ქართუ ბანკს, სილქ ბანკს, პაშა ბანკს, კრედო ბანკს და პეისერას (პირველი ონლაინ ბანკი) დასაკუთრებული ქონება არ აქვს.

2023 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვეა ამოქმედდა.

ნინი ქეთელაური