ფოთის პორტის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

ფოთის პორტის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასის 15 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პორტის ადმინისტრაციას 10 დღიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული, რომელიც დღეს ამოიწურა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა. ნავსადგური დღევანდელ საპროტესტო აქციას არ გამოხმაურებია, მათ არც ოფიციალური კომენტარი გააკეთეს. საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი შეიკრიბა.