Xiaomi ავტომობილების წარმოებას დაიწყებს

კომპანია Xiaomi ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. კომპანიამ ჩინეთის ხელისუფლებისგან ნებართვა უკვე მიიღო. ის ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ (NDRC) გამოაქვეყნა - წერს ადგილობრივი გამოცემა iFeng.

Xiaomi-ს პირმშო უნდა იყოს MS11 ელექტრო სედანი, რომლის მასობრივი წარმოება მომავალ წელს დაიწყება: ტექნიკური გიგანტი გეგმავს 100 000 ერთეულის წარმოებას პეკინის ქარხანაში. MS11 შევა ზედმეტად გაჯერებულ ბაზარზე მაღალი კონკურენციით, რამაც გამოიწვია ფასების ომი მწარმოებლებს შორის.

Xiaomi გახდა მეოთხე კომპანია, რომელმაც მიიღო NDRC ნებართვა 2017 წლიდან. როგორც ამბობენ, ნებართვის გაცემას აფერხებს გაჯერებული ბაზარი. სანამ ელექტრონიკის მწარმოებელი ელოდა ნებართვას, მან დაასრულა პეკინის ქარხანა, რომელსაც შეუძლია წელიწადში 200,000-მდე მანქანის წარმოება პიკზე. იქ თანამშრომლების აყვანა უკვე მიმდინარეობს.

თუმცა, Xiaomi-ს ჯერ არ მიუღია მეორე ნებართვა მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსგან (MIIT), რომელმაც უნდა დაამტკიცოს ქარხნისა და მოდელის ტექნიკური ასპექტები.

MS11 სედანი, რომელიც შესაძლოა, ბაზარზე შემოვიდეს Modena-ს სახელით, მიიღებს ორ მოდიფიკაციას - ერთი და ორი ელექტროძრავით. სიმძლავრე ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე შორი დისტანციური ვარიანტი ჩინური CATL-ისგან მიიღებს 101 კილოვატ/სთ სიმძლავრის და 642 კილოგრამის წონის ელემენტების ბლოკს. Xiaomi-ს სხვა, უფრო მსუბუქ ბატარეებს BYD მიაწვდის.

ცნობილია მოდელის წინასწარი ღირებულებაც - ის 260 000-დან 350 000 იუანამდე იქნება.

კოკა კვირკველია